Accentnews.ge
Bankwatch: თუ სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება, ველით, რომ EBRD, ADB შეაჩერებენ საჯარო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელსაც სარგებელი მოაქვს მთავრობისთვის

Bankwatch: თუ სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება, ველით, რომ EBRD, ADB შეაჩერებენ საჯარო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელსაც სარგებელი მოაქვს მთავრობისთვის

20/05/2024 06:39:35 პოლიტიკა, ეკონომიკა

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network) აღმასრულებელი დირექტორი მარკ მარტინი საქართველოში მიმდინარე მოველენებს ეხმიანება.

"ქართული საზოგადოების მასობრივი პროტესტის საპასუხოდ, მთავრობა რეპრესიულ მიდგომას ატარებს, რასაც Bankwatch-ის თანამშრომლების, ადგილზე ჩვენი ჯგუფის წევრებისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვა პარტნიორების შევიწროება და დაშინება მოსდევს.

ჩვენ ვაფასებთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)​ პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. თუმცა თუ სიტუაციის ესკალაცია გაგრძელდება, ჩვენ ველით, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB) და მსოფლიო ბანკის ჯგუფი (WBG) ისევე, როგორც ორმხრივი სააგენტოები, გააძლიერებენ ზეწოლას და შეაჩერებენ საჯარო სექტორის ნებისმიერ დაფინანსებას, რომელსაც სარგებელი მოაქვს მთავრობისთვის ისევე, როგორც ნებისმიერ კერძო კომპანიების დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“.

Bankwatch-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საინვესტიციო პროექტების რისკების შემცირებაში, კორუფციის პრევენციაში, სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენების პრევენციაში და საზოგადოებისთვის სარგებლის გაზრდაში. აქედან გამომდინარე, განვითარების ბანკების ინტერესებში შედის სამოქალაქო საზოგადოებამ განაგრძოს თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება საინვესტიციო პროექტების წარმატებისა და მდგრადობის ხელშეწყობაში", – ნათქვამია მარტინის განცხადებაში, რომლის გამოქვეყნების დროს "აგენტების კანონი" მესამე, საბოლოო მოსმენით მიღებული არ იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S