Accentnews.ge
"ჯიუტი" – კობახიძის ინიციატივაზე: მიგვაჩნია, რომ სატყუარაა

"ჯიუტი" – კობახიძის ინიციატივაზე: მიგვაჩნია, რომ სატყუარაა

17/05/2024 17:08:59 საზოგადოება

მოძრაობა ჯიუტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ეხმიანება და "მკაცრად ემიჯნება" ყოველგვარ დისკუსიას "აგენტების კანონზე".

"მიგვაჩნია, რომ რუსეთის მარიონეტი პრემიერ–მინისტრის მიერ შემოთავაზებული ეს ინიციატივა არის სატყუარა, რომლის მიზანიც არის ლეგიტიმაცია შესძინოს რუსულ კანონს. ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც დიალოგში შევა რუსულ მთავრობასთან, ავტომატურად აღმოჩნდება რუსული მთავრობის მხარეს", - წერია განცხადებაში.

"ჯიუტი" მოუწოდებს კონსტიტუციურ ორგანოებს, დაიცვან კონსტიტუციის 78-ე მუხლი და დაბრუნდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებში:

"ჩვენი პოზიცია ურყევი და მკაფიოა: უპირობოდ და დაუყოვნებლივ იქნას კანონი ჩაგდებული!"

17 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „ჩამცხრალი ემოციების ფონზე” კანონზე “ჯანსაღი დისკუსიის” გამართვა შესთავაზა:

"გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S