Accentnews.ge
აქტივისტი – კობახიძეს: იგივეს თუ გეგმავს, გველაპარაკოს და მემატიანე გახდეს, რა ხდებოდა ენმ–ის დროს, მგონია, რომ არც მისთვის იქნება სასარგებლო ეს შეხვედრა და არც ახალგაზრდებისთვის

აქტივისტი – კობახიძეს: იგივეს თუ გეგმავს, გველაპარაკოს და მემატიანე გახდეს, რა ხდებოდა ენმ–ის დროს, მგონია, რომ არც მისთვის იქნება სასარგებლო ეს შეხვედრა და არც ახალგაზრდებისთვის

17/05/2024 15:24:13 პოლიტიკა, საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტმა ვენერო მელუა პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის შეთავაზებას უპასუხა საჯარო დისკუსიის თაობაზე.

"დიდი ბოდიში, მაგრამ კანონის მიმოხილვას და იმას, რომ ამ ხელისუფლებაში კანონია მთავარი პრობლემა, მე მგონი გავცდით. სხვის ნაცვლად არ ვილაპარაკებ, მაგრამ ვუსმენდი თოქ–შოეუების წამყვანებთან ირაკლი კობახიძის შეხვედრას... ქრინჯი იყო (უხერხული და არასასიამოვნო ერთდროულად)...იგივეს თუ გეგმავს, გველაპარაკოს და მემატიანე გახდეს, რა ხდებოდა ენმ–ის დროს, მგონია, რომ არც მისთვის იქნება სასარგებლო ეს შეხვედრა და არც ახალგაზრდებისთვის. თუ დააკონკრეტებს, რას გულისხმობს ამ მიმოხილვაში, რისი მოყოლა უნდა ჩენთვის, კანონი თუ გვაქვს წაკითხული, ამის კითხვას თუ არ აპირებს მხოლოდ, შესაძლებელია ალბათ, ამაზე მსჯელობა",– თქვა სამოქალაქო აქტივისტმა ვენერო მელუამ "ფორმულას" ეთერში.

მან პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ არ აქვს დიდი გაერთიანების მოლოდინი:

"სამწუხაროდ, ვიცი, რამდენად დაბინძურებულია პოლიტიკური ველი. ამაში მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც "ქართულ ოცნებას", ისე ნაციონალურ მოძრაობას, რომ პოლიტიკა იყოს მარგინალიზებული და დემონზებული, რომ ზოგადად, პოლიტკის კეთება ნიშნავდეს იმხელა რისკს ადამიანებისთვის, რომ ამ რისკზე ვერ წავიდეს ყველა და ბევრი. ასევე პოლიტიკის კეთება ნიშნავდეს, რომ შენ ვიღაცის სიაში, რომელიც უკვე მარგინალიზებული ფიგურაა, იყო 45–ე და გამოგიყენოს მხოლოდ იმისთვის, რომ სადღაც ფონში ჩაუდგე. მოკლედ, ბევრი რამ ვიცით, როგორ კეთდება ამ ქვეყანაში პოლიტიკა, რამდენად არადემოკრატიულია პოლიტიკის კეთების პროცესი თავად პარტიებში".

ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანაში დიდი ნაწილია გადაუწყვეტელი ამომრჩევლისა და სწორედ იმიტომ, რომ მათ უნდობლობა აქვთ პოლიტიკის მკეთებელი ადამიანების მიმართ.

"არავინ არ გველაპარაკება – ელაპარაკებიან მხოლოდ ერთმანეთს, ხოლო თუ გველაპარაკებიან, წარმოდენა არ აქვთ, ჩვენ ვინ ვართ. არ ვგულისხმობ მხოლოდ ახალგაზრდებს – ჩვენ – დევნილები, ჩვენ – სოფლად მცხოვრებნი, ჩვენ – მარტოხელა მშობლები, ჩვენ – ღარიბები, ჩვენ – ქალები – ვინ ვართ, არ იციან, რადგან ჩვენთან არანაირი შეხება არ აქვთ. უნდა ელაპარაკონ ხალხს".

ამასთან, მისი ხედვით, კონკრეტულმა "ოდიოზურმა ფიგურებმა" და მათმა მხარდამჭერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე და "გადაიწიონ უკანა პლანზე" ან "გადავიდნენ" და ადგილი დაუთმონ ახალ სახეებს, რომლებსაც საზოგადოება ნდობას გამოუცხადებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S