
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტი 18 მაისიდან გაგრძელდება
17/05/2024 06:58:08 საზოგადოება
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტი, რომელიც ერთი თვეა, ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარეობს, 18 მაისიდან გაგრძელდება.
დემონსტრანტებმა ერთდღიანი პაუზა აიღეს დღეს დაგეგმილი მსხვლელობის გამო, რომელიც "ოჯახის სიწმინდის დღეს" უკავშირდება. მთავრობაც ეს დღე უქმედ გამოაცხადა. ვრცელდება ცნობები საჯარო მოხელეების მობილიზების შესახებაც.
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებმა თავი აარიდეს შესაძლო დაპირისპირებას და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას, ამიტომ 17 მაისისთვის არანაირი აქტივობა არ არის დაგეგმილი.