Accentnews.ge
მედია: საბავშვო ბაღის პერსონალს 17 მაისის მსვლელობაში მონაწილეობას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიის ჩამოჭრით ემუქრებიან

მედია: საბავშვო ბაღის პერსონალს 17 მაისის მსვლელობაში მონაწილეობას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიის ჩამოჭრით ემუქრებიან

17/05/2024 06:46:31 საზოგადოება

მარნეულის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დასაქმებულის მტკიცებით, ბაგა-ბაღების გაერთიანება "ოჯახის სიწმინდის დღეზე" თბილისში წასვლას აიძულებს და ხელფასის ჩამოჭრით ემუქრება,– იტყობინება რადიო "მარნეული".

მათი ცნობით, ერთ-ერთ სამოქალაქო აქტივისტს ბაღის თანამშრომელი პირადად დაუკავშირდა და ბაგა-ბაღების გაერთიანების მხრიდან მუქარის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

ბაღის თანამშრომელი განმარტავს, რომ ორი დღის წინ პრემია მიიღო და ახლა კი გამოუცხადეს, რომ „ოჯახის სიწმინდის დღის“ აქციაზე უნდა წასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პრემიას ხელფასიდან "დაუკავებდნენ".

ამასთან, "მარნეულის" ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სკოლის პედაგოგების მობილიზებაზეც ვცელდება ცნობები. რადიო „მარნეულს“ რამდენიმე პედაგოგმა სხვადასვა სოფლიდან დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მათ მსვლელობაში მონაწილეობა სთხოვეს.

თბილისში დაანონსებულ მსვლელობას შეუერთდება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია. როგორც მათ მიერ მრევლისადმი გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, მსვლელობა ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე გაიმართება.

17 მაისი საქართველოს მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადა.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვაც ამბობს, რომ 17 მაისი უქმე დღედ სწორედ საჯარო მოხელეების გამო გამოცხადდა. მისი ინფორმაციითაც, პედაგოგებმა 29 აპრილს აქციაში მონაწილეობისთვის პრემიის სახით 250 ლარი აიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S