Accentnews.ge
სოლოვიოვი: ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს

სოლოვიოვი: ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს

16/05/2024 15:56:25 პოლიტიკა

რუსმა პროპაგანდისტმა ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა 15 მაისს გადაცემაში „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ განაცხადა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს ესაუბრა. ის ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ რუსი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება იგეგმება.

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ "ჩვენ მათ (საქართველოში მყოფ რუსებს) ქვეყნიდან გავაძევებთ, რადგან ისინი აქტიურად უჭერენ მხარს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამიტომ ჩვენ მათ გავაძევებთ“, - განაცხადა სოლოვიოვმა და არ დაუკონკრეტებია ვისთან ისაუბრა ამ თემაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S