Accentnews.ge
ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში, მათ შორის პორტების მშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა

ერდოღანი: მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში, მათ შორის პორტების მშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა

16/05/2024 15:55:22 პოლიტიკა, ეკონომიკა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში, მათ შორის პორტების მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გასულ წელს ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ. ერთმანეთს აღვუთქვით, რომ ახალი სამიზნე, ორიენტირი იქნება ხუთი მილიარდი. მიმაჩნია, გვაქვს პოტენციალი, ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნესშესაძლებლობები სრულად ავითვისოთ.

რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის "შუა დერეფნის" ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება, იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებზეც იმავე წარმატებით ვიმუშავებთ. პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ, საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა – აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკულ პროექტებში, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც გამოვთქვით სურვილი და დაპირება",– განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საქართველო-თურქეთს შორის დღეს არსებული ინვესტიციები ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის.

„მინდა, ვთქვა, რომ რამდენიმე ინვესტორი, ამჟამად 300, არის თურქეთიდან საქართველოში და გამუდმებით, უწყვეტად ახორციელებენ ინვესტიციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ეს ცხადყოფს, რამდენად ძლიერია ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ერდოღანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S