Accentnews.ge
ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას აგრძელებს

ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას აგრძელებს

16/05/2024 13:34:17 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის მიუხედავად, ლარი გაუფასურებას აგრძელებს. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7596 ლარი ეღირება, ევრო – 3.0002 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4972 ლარი.

დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7323 ლარი ღირდა, ევრო – 2.9577 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4460 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 მაისს ამოქმედდება.

რაც შეეხება ხელოვნურ ჩარევას, შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულმა ბანკმა დღეს $60 მილიონის გაყიდა.

საქართველოში მეორე დღეა, ლარი მკვეთრად უფასურდება, რაც დროში ემთხვევა პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მიღებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S