Accentnews.ge
პრემიერის მოადგილე: ამ მომენტში სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს საფრთხე  არ ემუქრება

პრემიერის მოადგილე: ამ მომენტში სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს საფრთხე  არ ემუქრება

16/05/2024 06:11:18 მსოფლიო

პრემიერი თავდასხმის შემდგომი ოპერაციის შემდეგ აღარ იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, უთხრა ბი-ბი-სი-ს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტომაშ ტარაბამ 15 მაისს.

“შოკირებული ვიყავი…საბედნიეროდ, როგორც ვიცი, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ვფიქრობ, გადარჩება… მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ამ მომენტში,” - თქვა მან.

შინაგან საქმეთა მინისტრ მატუშ ესტოკის თქმით, თავდამსხმელს "პოლიტიკური მოტივი" ამოძრავებდა.

15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, პრემიერს ამ დროს ესროლეს.

ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, იურაი ჩინტულაა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, 71 წლის, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა.

ეჭვმიტანილი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ დააკავეს. ადგილობრივი საავადმყოფოს შემდეგ, ის მაღალი რანგის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S