Accentnews.ge
"ევროპა ქართველებს უყურადღებოდ ვერ დატოვებს": პორტუგალიის პარლამენტი ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვას გეგმავს

"ევროპა ქართველებს უყურადღებოდ ვერ დატოვებს": პორტუგალიის პარლამენტი ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვას გეგმავს

15/05/2024 18:11:18 პოლიტიკა

პორტუგალიის პარლამენტში დაგეგმილია კენჭისყრა ქართველი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად.

იდეა პარტია "ლიბერალურ ინიციატივას" ეკუთვნის, რომლის შეფასებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღებით "ქართული ოცნება" ღალატობს ქართველი ხალხის ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე".

"ქართველები ქუჩაში დგანან, ევროპა მათ უყურადღებოდ ვერ დატოვებს. არავინ ელოდა, რომ ქვეყანა, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიისგან დაზარალდა, კვლავ კრემლის ორბიტაზე აღმოჩნდებოდა. ეს კანონი სერიოზული შეტევაა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაზე. იგი რისკის ქვეშ აყენებს გარე სამყაროსთვის საქართვლოს ღიაობასა და საქართველოს კავშირებს დანარჩენ ევროპასთან. ქართველი ხალხის რეაქცია იყო მწვავე და მასობრივი: თვეზე მეტია, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, უპირველესად კი დედაქალაქ თბილისში ასობით ათასი მოქალაქე ყოველდღიურად იკრიბება მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროპული ოცნების დასამარებას ნიშნავს. ევროკავშირმა უკვე გამოხატა ამ კანონის მიუღებლობა, განაცხადა რა, რომ მისი ამოქმედების შემთხვევაში საქართველო ევროპულ გზას გადაუხვევს და მოსკოვის საცეცებში აღმოჩნდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ადგილის დასამკვიდრებლად, სადაც გარანტირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცულობა. როცა ხალხი, რომელსაც ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ექმნება, დემოკრატიასა და თავისუფლებას ითხოვს, ჩვენ ამას თვალს ვერ ავარიდებთ" - აცხადებენ ინიციატორები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S