Accentnews.ge
IBSU: სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა გამოვიწვიეთ

IBSU: სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე ხელმოწერა გამოვიწვიეთ

15/05/2024 12:57:58 საზოგადოება

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს, რომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვიეს.

გადაწყვეტილება უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია", - წერია განცხადებაში.

14 მაისს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტების გაფიცვის ფონზე, გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ "პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს". ამასთან, მათ ლექტორებს, რომლებიც მხარს უჭერენ გაფიცვას, შრომითი ხელშეკრულებები შეახსენეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S