Accentnews.ge
პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირეს მხარი შეთავაზებას, "აგენტებს კანონში" უცხო ქვეყანად რუსეთი განსაზღვრულიყო

პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირეს მხარი შეთავაზებას, "აგენტებს კანონში" უცხო ქვეყანად რუსეთი განსაზღვრულიყო

15/05/2024 10:18:28 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "აგენტების კანონთან" დაკავშირებით ერთ-ერთ ოპოზიციურ ჯგუფს ჰქონდა შემოთავაზება, უცხო ქვეყანად განსაზღვრულიყო რუსეთი, რასაც მაშინ მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა.

„სამიზნე თუ არის რუსეთი, რუსეთის სახელმწიფოს მოხსენიება ამ რისკს არ აზღვევს, რადგან რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს სხვა ქვეყნები და იმ ქვეყნის ორგანიზაციის სახელით შემოვიდეს საქართველოში, თუნდაც ევროპული, აზიური და ა.შ. ამიტომ ტყუილია, თითქოს ამას შეუძლია, მოაწესრიგოს რუსეთის საკითხი. მეორე, როცა ვსაუბრობთ საქართველოში გარე გავლენებზე, საქართველო დამოუკიდებელია ყველა ქვეყნისგან, არა მხოლოდ რუსეთისგან ვართ დამოუკიდებელი, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, ჩვენი მეზობლების და არამეზობლებისგან, ყველა ქვეყნისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს, ამისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი, ამას დაუჭირა რეფერენდუმზე მხარი და ეს გამოაცხადა ზვიად გამსახურდიამ ამ შენობაში, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დამოუკიდებელი ვართ ყველასგან და ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა ნიშნავს სხვა ქვეყნის ჩარევას. შესაბამისად, ეს კანონი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოში, მიუხედავად იმისა, ვისგან იქნება წამოსული, ვინაიდან, საქართველოში პოლიტიკას აწარმოებენ ხალხის მიერ არჩეული პირები, ქართველი ხალხი არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და სუვერენი, სხვა ქვეყნის ხალხებს თუ სურთ საქართველოს ხალხის საკითხებში ჩარევა, მათ ეს უნდა გააკეთონ გამჭვირვალედ, როგორც ხდება სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S