Accentnews.ge
"მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს" – თეატრალურის ლექტორები

"მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს" – თეატრალურის ლექტორები

15/05/2024 09:45:59 საზოგადოება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მხარდაჭერას უცხადებენ სტუდენტების პროტესტს.

"საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გამოვხატავთ მკაფიო პოზიციას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ და მხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტების პროტესტს.

ჩვენი უნივერსიტეტის კედლებს ახსოვთ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯალათების მიერ მოწამლული და დაჩეხილი ადამიანები. მათი ხსოვნაც გვავალდებულებს, დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი სტუდენტების გვერდით, საქართველოს ევროპული მომავლისთვის",– ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, ირმა დოლიძეანა კვინიკაძე, ეკა კიკნაძე, ალექსანდრე კობერიძე, ლაურა კუტუბიძე, მაკა ვასაძე, მარიკა მამაცაშვილი, ქეთი მაჭავარიანი, ლელა ოჩიაური, სალომე სხირტლაძე, გიორგი რაზმაძე, თამარ ცაგარელი, ნათია წულუკიძე.

ამ განცხადებით ლექტორები ემიჯნებიან რექტორის პოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა განათლების სამინისტროს მოთხოვნას, რომ "პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს"

14 მაისს გავრცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტების გაფიცვლის ფონზე, გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ "პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს". ამასთან, მათ ლექტორებს, რომლებიც მხარს უჭერენ გაფიცვას, შრომითი ხელშეკრულებები შეახსენეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S