Accentnews.ge
ზურაბიშვილი: ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენონ პრეზიდენტი, რათა ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინოს

ზურაბიშვილი: ვეტოთი არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში, არავინ იფიქროს, რომ შეიძლება, გამოიყენონ პრეზიდენტი, რათა ამ ხელისუფლებას სახე გადაურჩინოს

15/05/2024 06:48:53 პოლიტიკა

"მე უკვე განვაცხადე, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო.

„ვისაუბრეთ, თუ რა არის შემდეგი ნაბიჯები. ძალიან გარკვეულად ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს! მე არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია და სჭირდება გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რომ არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაც სახე გადაურჩინო. დღეს, ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S