Accentnews.ge
აშშ და უკრაინა უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ და უკრაინა უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებენ

15/05/2024 05:39:30 მსოფლიო

შეერთებული შტატები უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას 10 წლის ვადით გააფორმებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის რიგ სფეროებში - „ავიაციიდან დაწყებული, საჰაერო თავდაცვით დამთავრებული და დრონებიდან დაწყებული, ნაღმების გაწმენდით დამთავრებული“.

2023 წლის ივლისში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინასთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისთვის საფუძველი გახდა. უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკვე ცხრა ქვეყანასთან მოაწერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S