
დვალი: ადამიანებად ჩვენ გვხდის არა IQ, არამედ ემპათია, რასაც ვაკვირდებით, ეს რაღაც უბედურებაა!.
14/05/2024 21:14:47 საზოგადოება, ციტატა
"სრული სოლიდარობა ადამიანების მიმართ, რომლეთაც აკავებენ, აპატიმრებენ, ასეთ საშინელ დღეში აგდებენ...ეს არ არის საქციელი, რომელზეც შეიძლება თქვა, გადაცდომა...ეს მიზანმიმართული ტერორია!.. IQ-ზე და რაღაცებზე რომ გველაპარაკებიან... ის რაც ჩვენ გვქმნის ადამიანებად, ეს IQ კი არ არის, ადამიანები ჩვენ იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, IQ ChatGPT-ის ისეთი ექნება, საერთოდ არავის რომ არ მოელანდება. ადამიანებად ჩვენ გვქმნის ემპათია – ის, რომ ჩვენ გვაქვს ემპათია მეორე ადამიანის მიმართ და მისი ღირსების მიმართ და ადამიანის ღირსებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვცემთ პატივს, აი ეს არის ადამიანობა. ასეთი სანქციელი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, გადის ადამიანობის ჩარჩოებიდან. ეს რაღაც უბედურებაა!.. როგორ შეიძლება, ასეთმა გზამ კატასტროფისკენ არ მიგიყვანოს?!...ეს არის სანქციელი ვიღაც ჯგუფის, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა გადაჩეხოს",– თქვა "ტვ პირველის" ეთერში ფიზიკოსმა გია დვალმა.