Accentnews.ge
მომიტინგეებმა მსვლელობით თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს

მომიტინგეებმა მსვლელობით თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს

14/05/2024 20:46:31 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მოანწილეებმა თბილისის მასშტაბით მსვლელობებს მართავენ და ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს.

მას შემდეგ, რაც გმირთა მოედანზე მიმიტნგეთა დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, რომლებიც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რუსთაველზე მიმდინარე აქციას მომიტინგეთა ნაწილი გამოეყო და გმირთა მოედნისკენ დაიძრა. მათ მსვლელობის დროს გადაკეტეს გმირთა მოედანი.

მოგვიანებით მომიტინგეთა ნაწილმა წამოიწყო მსვლელობა და გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი, მოსაშვილის ქუჩა, მტკვრის ორივე სანაპირო.

პარალელურად მომიტინგეების ნაწილი რჩება რუსთაველზე და გმირთა მოედანზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S