Accentnews.ge
მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტილია

მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტილია

14/05/2024 19:11:35 საზოგადოება

დემონსტრანტებმა მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს.

დაფიქსირდა სოლიდარობის ფაქტებიც: ავტომანქანების მძღოლებმა, რომლებიც მომიტინგეებს გზად შემოხვდნენ, ავტომანქანები გააჩერეს იმგვარად, რომ ჩაეხერგათ მოძრაობა.

"საქართველო ჩვენია" – ამგვარად განმარტა ერთ–ერთმა მძოლმა საკუთარი მოტივაცია.

"სხვა გზა არ გვაქვს, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ",– თქვა კიდევ ერთმა მძღოლმა.

ამ დროისთვის პროტესტი გრძელდება გმირთა მოედანზე და რუსთაველზეც, სადაც ასევე გადაკეტილია მოძრაობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S