
დემონსტრანტებმა გმირთა მოედანიც გადაკეტეს
14/05/2024 18:16:13 საზოგადოება
"აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს.
მას შემდეგ, რაც გმირთა მოედანზე დემონსტრანტების დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გამოეყო დემონსტრანტთა ნაწილი და გაემართა გმირთა მოედნისკენ მომიტინგეთა მხარდასაჭერად. პარალელურად რუსთაველის გამზირზე გრძელდება აქცია.
მანამდე დემონსტრანტთა შედარებით მცირე ჯგუფმა სცადა გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ მათ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა. არიან დაკავებულებიც. დემონსტრანტები და ჟურნალისტები საუბრობენ პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.