Accentnews.ge
დემონსტრანტები გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

დემონსტრანტები გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

14/05/2024 18:03:11 საზოგადოება

მას შემდეგ, რაც გმირთა მოედანზე დემონსტრანტების დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გამოეყო დემონსტრანტთა ნაწილი და გაემართა გმირთა მოედნისკენ მომიტინგეთა მხარდასაჭერად.

ცოტა ხნის წინ გმირთა მოედანზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

მოქალაქეებმა გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

ამ დროისთვის გმირთა მოედანზე სავალი ნაწილი გათავისუფლებულია.

რამდენი პირია დაკავებული ამ ეტაპზე უცნობია.

დემონსტრანტები და ჟურნალისტები საუბრობენ პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S