Accentnews.ge
ჯიმ ო'ბრაიენი: თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ

ჯიმ ო'ბრაიენი: თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ

14/05/2024 17:36:13 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა დღის ბოლოს შეაჯამა საქართველოში გამართული შეხვედრები.

მან თქვა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ „ჩვენ აფასებთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნორობას“ და რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შემდეგ აინტერესებდათ, „ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა გაზიარებული არის თუ არა კიდევ საქართველოს მიერ“.

მან გაიხსენა, რომ საქართველო–აშშ–ის სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის.

„30 წელზე მეტია, საქართველო ძლიერი პარტნიორია საქართველოსი და იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ პარტნიორობას, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, დაახლოებოდა ევროკავშირს და ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებას“.

აქვე მან ისიც აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

„ვამაყობთ, რომ ვიდექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და გვსურს, გავაგრძელოთ მხარდაჭერა მომავალშიც“.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ვიზიტისას მისთვის დამაბნეველი იყო „ორი სხვადასხვა ტიპის საუბრები“.

ერთი მიმართულება შეეხებოდა „აგენტებისკანონს“. აქვე მან აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრების არაერთგზის გაჟღერებული არგუმენტები, რომ „მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა დაფინანსებასთან დაკავშირებით“, რომ „ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არაა ისეთი გამჭვირალე, როგორიც უნდა იყოს“.

რაც შეეხება აშშ–ის პოზიციას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ არც კანონი და არც პროცესი არ არის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში და ვისურვებდი მის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობას. [...]

„რადგანაც საქართველოს სურვილია ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა, არსებობს ამ ორგანიზაციების წესები და სტანდარტები და ის შესაბამისობაში უნდა იყოს ამ სტანდარტებთან.

საქართველოს გადაწყვეტილება, რომ არ იყოს შესაბამისობაში ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან, ეს არის უარყოფა იმისა, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციაში და რაც გულისხმობს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას“,– თქვა სახდეპის მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ თუ კანონი სეიცვლება და მოვა შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, ეს გაალიერებს პარტნიორობას.

რაც შეეხება საუბრის მეორე მიმართულებას, აშშ–ის მაღალჩინოსნის თქმით, ეს შეეხებოდა „გლობალურ ომის პარტიას“.

„იყო უფრო ფართო საუბები, რაც შეეხება „გლობალურ ომის პარტიას“, კონსპირაციულ თეორიებს და თითქოს ამ ომის პარტიას არ სურს, „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში 12–წლიანი მმართველობის შემდეგ.

ეს არის ძალიან არარეალისტური, ზოგადად არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ. გაგიზიარებთ ერთ ამბავს: კანონის განხილვასთან დაკავშირებით გვქონდა კავშირი პრემიერ–მინისტრთან. მივიწვიეთ აშშ–ში, იყო შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. სანამ ჩამოვიდოდით, გამოვთქვით სურვილი ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის. პასუხი იყო პრემიერ–მინისტრის მხრიდან, რომ ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის. ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანია ასე არასწორადაა ინფორმირებული, გასაოცარი და სამწუხაროა“.

ამასთან, მისივე თქმით, ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზად ამგვარი არგუმენტის გამოყენება, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში“:

„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონზე საუბრები მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა ძალიან საგულისხმოა და უნდა შევეცადოთ, არ შეიცვალოს ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს შორის არსებობს“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუკი კანონი არ შეიცვლება იმგვარად, რომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, და გაგრძელდება „ამგვარი რიტორიკა“ აშშ–სა და დასავლეთის წინააღმდეგ, „ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“.

მან მაგალითისთვის მოიყვანა, რომ აშშ ამ ეტაპზე საქართველოსთვის გა,ოყოფილი აქვს 390 მილიონი აშშ დოლარი, მისი ნაწილი სამხედრო –თაბდაცვის საკითხებს, ეკონომიკას, ინფრასტრუქტირას, სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარება.

„ეს დახმარება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოიაზრება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ“.

აქვე მან თქვა ისიც, რომ როგორც პრემიერმა კობახიძემ აღნიშნა, ვეტოს ფარგლებში რჩება სივრცე, შეიცვალოს აგენტების კანონი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S