
კარასინი: "საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ხასიათი გამოავლინა"
14/05/2024 16:00:27 პოლიტიკა, მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მიღების გამო აქებს და ამ ნაბიჯს "ხასიათის გამოვლენად" უფასებს.
"საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღეს. 84 ხმა 30-ის წინააღმდეგ - მსგავსი სხვაობა თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ეს ნაბიჯი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ხასიათის გამოვლენაა. და მართალია, საყოველთაოდ ცნობილი დასავლელი სპონსორები და პოლიტტექნოლოგები ინტრიგებს არ შეწყვეტენ, მაგრამ შედეგი შედეგია!" - დაწერა კარასინმა თავის ტელეგრამ-ახრში.