
კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ემიჯნება უნივერსიტეტების საერთო განცხადებას
14/05/2024 15:59:23 საზოგადოება
კავკასიის უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭო ეხმიანება უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც რექტორები აცხადებენ, რომ აკადემიური სივრცე პოლიტიკისგან დაცლილი უნდა იყოს. ამასთან, პროფესორ–მასწავლებლებს შრომით ხელშეკრულებებს ახსენებენ.
“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.
ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა - დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა", - ნათქვამია მრჩეველთა საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა ამ უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი. ბერიკაშვილი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს, ხოლო რექტორი აღნიშნულს არ ეთანხმება და ამბობს, რომ უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლების შესახებ, მისი სოლიდარობის ნიშნად კავკასიის უნივერსიტეტი არაერთმა ლექტორმა დატოვა: ნიკო ნერგაძემ;დავით ჭუმბურიძემ;ლევან ბერძენიშვილმა;დავით ბერძენიშვილმა;დავით ქაშიაშვილმა;ნინიკო რობაქიძემ;სალომე უგულავამ;რუსიკო კობახიძემ;სალომე აჩბამ.