
Edison Research: გამოკითხულთა 73%-ის აზრით, თუ "აგენტების კანონი" მიიღეს, ეს შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს
14/05/2024 15:31:44 საზოგადოება
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ თუ "აგენტების კანონი" მიიღეს, ეს შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, ხოლო 27%-ის აზრით, კანონი გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.
ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.