Accentnews.ge
Edison Research: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ "აგენტების კანონი" საქართველოზე რუსეთის გავლენას გააძლიერებს

Edison Research: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ "აგენტების კანონი" საქართველოზე რუსეთის გავლენას გააძლიერებს

14/05/2024 15:27:33 საზოგადოება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, "თქვენი აზრით, "გამჭვირვალობის კანონი" უფრო სავარაუდოა, რომ დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან თუ გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე?", გამოკითხულტა 69% ფიქრობს, რომ კანონი გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, ხოლო 31%-ს აზრით დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან.

ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S