Edison Research: გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ "აგენტების კანონი" საჭირო არ არის
14/05/2024 15:17:00 პოლიტიკა
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საქართველოში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული "გამჭვირვალობის კანონი?", რესპონდენტთა 68% მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო, ხოლო 32% ამბობს, რომ საჭიროა.
ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:
- 18-24 წლის მოსახლეობა - 82% ამბობს, რომ არ არის საჭირო
- 24-34 - 74% აცხადებს, რომ არ არის საჭირო
- 35-44 - 71%-სთვის არ არის საჭირო
- 45-54 - 66%-სთვის არ არის საჭირო
- 55-64 - 62% ამბობს, რომ არ არის საჭირო
- 65+ - 57% ამბობს, რომ არ არის საჭირო
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.


