
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს
14/05/2024 15:06:52 საზოგადოება
საპოლიციო ძალები, რომელთაც პარლამენტის წინა მხარეს ტერიტორია სრულად ჰქონდათ დაკავებული, უკან იხევენ და ბაზაზე ბრუნდებიან.
ამ დროისთვის მათ დატოვეს ჩიტაძის ქუჩაც.
მომიტინგეები მათ შეძახილებით აცილებენ.
რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ძალები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყვნენ განლაგებული სპეცეკიპირებით.