
გაერო – "აგენტების კანონზე": შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება
14/05/2024 14:33:56 საზოგადოება
"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო და ხაზს უსვამს, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას.
ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება".
"აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად". - წერია გაეროს განცხადებაში.