
ცუცქირიძე: ახლა მოქმედების დროა! ყველანი ქუჩაში! უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო რუსეთის პროვინციად ქცევისგან!
14/05/2024 14:05:27 საზოგადოება
ახლა ერთად დგომის დროა!“,– ამბობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე.
„სხვა დრო რომ იყოს, შეიძლება, მემსჯელა, რა პრობლემები გვაქვს დემოკრატიის კუთხით, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ახლა მოქმედების დროა, ყველანი ქუჩაში, ყველანი გარეთ, ყველანი აქციაზე, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი დემოკრატია, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო რუსეთის პროვინციად ქცევისგან. ახლა ერთადერთი გამოსავალია ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან ეფექტური და ორგანიზებული პროტესტი საქართველოს გარუსების წინააღმდეგ. ახლა ლაპარაკის და „სთორების“ დადების დრო წავიდა. ახლა ერთად დგომის დროა!“,– ამბობს ლევან ცუცქირიძე
მან ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის სპორტსმენებს, ხელოვანებს, დილომატებს მოუწოდა მქომედებისკენ.
„უნდა დავიცვათ თავი ამ რუსული აგრესიისგან...
არავის იმედი არ უნდა გვქონდეს. ეს არის ჩვენი ქვეყანა. ვერავინ იქნებით უფასო მგზავრი საქართველოს უკეთესი მომავლისკენ მიმავალ მატარებელში“.
ამჟამად რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინა მხარე საპოლიციო ძალებს აქვთ დაკავებული.