Accentnews.ge
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "წითელი დონეს" აამოქმედებენ

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "წითელი დონეს" აამოქმედებენ

14/05/2024 12:50:35 პოლიტიკა

პარლამენტის შენობაში "აგენტების კანონის" საბოლოო – მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, 17:00 სთ-დან გაუქმებამდე უსაფრთხოების "წითელი დონე" ამოქმედდება. ამის შესახებ პარლამენტის პრეს–სამსახური იტყობინება.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ "წითელი დონის" დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არც ერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ "საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა".

84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.

კენჭისყრა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

"არა რუსულ კანონს" – სკანდირებდნენ დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

პარალელურად, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“ მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S