
შსს მომიტინგეებს აფრთხილებს
14/05/2024 12:42:29 საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება",– აცხადებენ შსს–ში.