
პარლამენტთან მომიტინგე დააკავეს
14/05/2024 10:51:45 საზოგადოება
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე საპოლიციო ძალებმა ერთი ადამიანი დააკავეს.
როგორც იტყობინებიან, ვითარება მოულოდნელად დაიძაბა და მომიტინგე პოლიციელებმა კორდონში შეათრიეს.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება, საკანონმდებლო ორგანოში კი "აგენტების კანონს" მესამე მოსმენით განიხილავენ პერიოდული ფიზიკური დაპირისპირების ფონზე.