Accentnews.ge
ჩხუბი, გინება, ბოთლების სროლა და ცემა – პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჩხუბი, გინება, ბოთლების სროლა და ცემა – პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

14/05/2024 09:05:07 პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც "აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აღნიშნული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. მისმა გამოსვლამ და რეპლიკებმა გააღიზიანა "ქართული ოცნების“ წევვრი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე. სამხარაძე ხაბეიშვილს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს.

"ოცნების" წევრმა დეპუტატმა ენმ-ს ლიდერს აგინა და ოპონენტის მისამართით ბოთლი ისროლა.

ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

"ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრევბში ჩანს ასევე, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს უკან მიეპარა და თავში ფურცლები ჩაარტყა.

აღნიშნულის შემდეგ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

სხდომის განახლების შემდეგ "ოცნების" წევრმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა ენმ–ის წევრის თინა ბოკუჩავას დარბაზიდან გაძევება მოითხოვა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

"თინა ბოკუჩავამ, როგორ თავისი მოძლადე პარტიის ნათელმა მაგალითმა, მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი. მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა", ნინო წილოსანმა.

ამ დროისთვის სხდომა განახლებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S