Accentnews.ge
იოზვიაკი: უნგრეთი და სლოვაკეთი საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღებაზე ევროკავშირის პასუხს ბლოკავენ

იოზვიაკი: უნგრეთი და სლოვაკეთი საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღებაზე ევროკავშირის პასუხს ბლოკავენ

14/05/2024 09:12:03 პოლიტიკა

უნგრეთი და სლოვაკეთი საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღებაზე ევროკავშირის პასუხს ბლოკავენ, - იუწყება "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.

"ევროკავშირი კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევისთვის საპასუხო განცხადებას ამზადებს. თუმცა სავარაუდოდ, იქნება მხოლოდ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერ ბორელის განცხადება, რადგან ამ მომენტისთვის უნგრეთი და სლოვაკეთი მერყევობენ" - წერს იოზვიაკი სოცქსელ Х-ში.

ცნობისთვის: "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონის მესამე - საბოლოო მოსმენით განხილვა ამ წუთებში პარლამენტის სხდომაზე ხმაურისა და ცემა-ტყეპის ფონზე მიმდინარეობს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან კი რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქცია გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S