
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
14/05/2024 08:10:22 საზოგადოება
პარლამენტთან "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტებს სტუდენტები მსვლელობის შემდეგ შეუერთდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
დემონსტრანტები სკანდირებენ, "მონებო!", "რუსებო!".
დეპუტატებს შეძახილების ფონზე, საპოლიციო ძალების დახმარებით მოუხდათ პარლამენტის შენობაში შესვლა.
„ქართული ოცნება“ კანონპროექტის, რომელიც ქვეყანაში მასშტაბურ მღელვარებას იწვევს, მესამე მოსმენით განხილვას და დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი "აგენტების კანონთან" მიმართებით ვეტოს გამოიყენებს, თუმცა "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.