
დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით და შეძახილების ფონზე შედიან
14/05/2024 07:36:03 საზოგადოება
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში საპოლიციო ძალების დახმარებით შედიან.
საპოლიციო ძალებს გადაკეტილი აქვთ 9 აპრილის ქუჩა.
აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შეძახილებით აცილებენ.
„ქართული ოცნება“ კანონპროექტის, რომელიც ქვეყანაში მასშტაბურ მღელვარებას იწვევს, მესამე მოსმენით განხილვას და დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი "აგენტების კანონთან" მიმართებით ვეტოს გამოიყენებს, თუმცა "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.