
პარლამენტთან პროტესტი გრძელდება
14/05/2024 07:13:26 საზოგადოება
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა.
სამართალდამცველებს გადაკეტილ აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე.
პარალელურად მიმდინარეობს სტუდენტური მსვლელობა. ახალგაზრდები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
„ქართული ოცნება“ კანონპროექტის, რომელიც ქვეყანაში მასშტაბურ მღელვარებას იწვევს, მესამე მოსმენით განხილვას და დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი პროექტთან მიმართებით ვეტოს გამოიყენებს, თუმცა "ქართულ ოცნებას" ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს.