Accentnews.ge
ჯონ ბასი: საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

ჯონ ბასი: საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

14/05/2024 06:11:08 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, აშშ–ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ეხმიანება „აგენტების კანონის“ ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, რომლით სვლაც ქართველ ხალხს სურს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საქართველოს ხელისუფლებას მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. აშშ ყოველთვის იქნება ქართველი ხალხის გვერდით“, - წერს ჯონ ბასი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S