
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიევშია
14/05/2024 06:04:44 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.
სოციალურ ქსელ X-ზე მან დაწერა, რომ დაბრუნდა კიევში, რათა გამოხატოს ამერიკის ურყევი ხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას რუსული აგრესიისგან.
CNN-ის ცნობით, ბლინკენი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ვიზიტი იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთი აგრძელებს შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში გასული კვირის განმავლობაში იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევის შემდეგ.
"მდივნის მისია არის ისაუბროს იმაზე, როგორ განხორციელდება ჩვენი დამატებითი დახმარება ისე, რომ მათი თავდაცვა გაძლიერდეს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტად დაიბრუნონ ინიციატივა ბრძოლის ველზე მომავლისკენ", - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.