Accentnews.ge
სახალხო დამცველი: 23 დაკავებულიდან 22 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

სახალხო დამცველი: 23 დაკავებულიდან 22 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

13/05/2024 18:01:31 საზოგადოება

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ცნობით, რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან "აგენტების კანონის" წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს.

მისი ინფორმაციით, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

"სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატი მოახდენს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს, გააგრძელებს დაკავებულთა მონახულებასა და საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S