ივლიანე ხაინდრავამ სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა
13/05/2024 13:14:07 პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლმა ივლიანე ხაინდრავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იგი "ტაბულასთან" ადასტურებს.
"[ეს ეხება] არამხოლოდ კანონს, არამედ ყოველივე იმას, რამაც ეს კანონი გამოიწვია. ჩემი აზრით, არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ", - განაცხადა ხაინდრავამ "ტაბულასთან."


