Accentnews.ge
დღეს 18:00 საათზე "ვაკის პარკიდან" პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

დღეს 18:00 საათზე "ვაკის პარკიდან" პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

13/05/2024 11:59:49 საზოგადოება

"გამოვაფხიზლოთ ვაკე" - ამ სახელწოდებით დღეს 18:00 საათზე თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის მონაწილეები "ვაკის პარკთან" შეიკრიბებიან და პარლამენტის მიმართულებით დაიძრებიან.

"მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე. ვიკრიბებით მთავარ შესასვლელთან ჭავჭავაძის მხრიდან", - წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, დღეს 19:00 საათზე თბილისში სტუდენტური მარში გაიმართება. მარშის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან.

"დაფიონი" წერს, რომ სტუდენტები 18:00 ზე შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საიდანაც მარშით შეუერთდებიან მთავარ აქციას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S