ბრიტანეთის საელჩო: სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით იკეტება
13/05/2024 11:26:40 პოლიტიკა
საქქრთველოში ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით დაიკეტა.
"ყურადღება!
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში, ბესიკის 4 ნომერში დროებით დაკეტილია", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სავიზო ცენტრის ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცენტრი შემდგომ გაფრთხილებამდე დახურული რჩება.
მოგვიანებით, დიპლომატიურმა უწყებამ შემდეგი განმარტება გაავრცელა:
- "გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო. ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება".


