Accentnews.ge
ევროპარლამენტარები: ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მზადება საქართველოში ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს

ევროპარლამენტარები: ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მზადება საქართველოში ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს

13/05/2024 11:14:29 პოლიტიკა

ოთხი ევროპარლამენტარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს საქართველოსთან დაკავშირებით წერილობით მიმართავს თხოვნით, „დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს“. ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს და წერილს აქვეყნებს.

„დღეს დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო დაჩქარებული წესით შესაძლო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვსურს, დაგისვათ გადაუდებელი კითხვები:

„წამოაყენებს თუ არა წინადადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში/ვიცე პრეზიდენტი 27 მაისის საგარეო საქმეთა საბჭომდე ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესების შესახებ, ისევე როგორც ასეთი ზომების დაწესებაზე საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ და მასზე პრეზიდენტის მიერ დადებული ნებისმიერი პოტენციური ვეტოს გაუქმებას“.

„დაავალებენ თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანია არ გააუქმოს კანონი და თავი შეიკავონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან მანამ, სანამ კანონი იმოქმედებს.

იღებს თუ არა ვალდებულებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კანონის მიღებისთანავე გამოიძახოს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა გამოხატოს ევროკავშირის კრიტიკა და გადასცეს განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღებასთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა?“- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: თიის როიტენი, მირიამ ლექსმანი, ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

იხილეთ ასევე: 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ბორელს მიმართავენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S