მედია: 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით ბორელს მიმართავენ
13/05/2024 09:03:52 პოლიტიკა
12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს,– ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება.
წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
“მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ - ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.
საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია" - წერენ ევროპელი დიპლომატები და ახსენებენ 17 აპრილს ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მიერ გამოქვეყნებულ წერილსაც, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამია, რომ "აგენტების კანონი" ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.
წერილზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მეორედ ინიიცირებული "აგენტების კანონი" შემაშფოთებელი ნიშანია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის ცვლილებისა.
"ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.
გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - წერენ ევროპელი დიპლომატები და ითხოვენ, მიეთითოს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგზე, რაც მოყვება სადაო კანონის მიღებას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ქმედება არის ის, რასაც ევროპული მომავალისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი ელის.
"ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება" - სთხოვენ წერილზე ხელმომწერები ბორელსა და ვარჰეის.


