
"ახალგაზრდებს სჭირდებათ მხარდაჭერა" – ბათუმში სტუდენტების პროტესტს ლექტორების ნაწილი შეუერთდა
13/05/2024 08:25:49 საზოგადოება
ბათუმში სტუდენტების პროტესტს ლექტორების ნაწილი შეუერთდა.
„როგორც წესი, სტუდენტები საზოგადოების ყველაზე პროგრესულ ნაწილს წარმოადგენენ. მათი ნება და განწყობა ყველაზე ჯანსაღია. ვუერთდები მათ განწყობას და ვთვლი, რომ ისინი უკეთ ხვდებიან, რა არის ჩვენი მომავლისთვის უკეთესი. ამიტომ, მათ გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ“,– თქვა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა ირაკლი გორგილაძემ.
ბათუმის უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელი რუსლან ბარამიძე ამბობს, რომ ეს არის პროტესტი იმის წინააღმდეგმ, რაც დაკავშირებულია „უთანასწორობასთან, იმედის წართმევასთან“.
ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 20–მე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ. პროტესტს შეუერთდნენ ბათუმის ოთხი უნივერსიტეტიდან. ისინი არ აპირებენ ლექციებზე დასწრებას, ვიდრე "აგენტების კანონს" არ გაიწვევენ პარლამენტიდან.