Accentnews.ge
"ემუქრებიან" – ბათუმის საზღვაო აკადემიასთან სტუდენტები შეიკრიბნენ სოლიდარობის მიზნით

"ემუქრებიან" – ბათუმის საზღვაო აკადემიასთან სტუდენტები შეიკრიბნენ სოლიდარობის მიზნით

13/05/2024 07:48:29 საზოგადოება

ბათუმის საზღვაო აკადემიასთან შეიკრიბნენ ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

აქციის მონაწილეები ჭიშკრის გაღებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ სტუდენტებს ექმუქრებიან. სწორედ სოლიდარობის მიზნით მივიდნენ ახალგაზრდები საზღვაო უნივერსიტეტთან. რამდენიმე სტუდენტმა საზღვაო აკადემიის ტერიტორია ღობეზე გადაძრომით დატოვა.

„თავიდან ბრძოლა დავიწყეთ კანონის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. პირადად გამთენიისას დამირეკეს და მითხრეს, დედაქალაქში თუ ჩამოხვალ, ძვლებს დაგიმსხვრევთო“. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ურტყამს თავისუფლებას. ახალგაზრდები გამოდიან მაშინ, როდესაც მათ თავისუფლებას ეხებიან. ვნახეთ, რომ მთავრობამ ხალხი გადააგდო...ხელისუფლების წყარო ხალხია. ეს ქვეყანა მოქალაქეებისაა და არა კონკრეტული პარტიების. ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი და ამ კანონის გამო ძალადობაზე მიდიან. ეს პირველ რიგში მათ წარმოაჩენს უღირსებოდ, შემდეგ ქვეყანას ულახავს ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენც, ხალხს, მაგრამ ხალხი ჩვენს ღირსებასაც დაიცავს და ქვეყნისაც“,– თქვა სტუდენტმა თემო ტარიელაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S