Accentnews.ge
ნანუაშვილი: შს მინისტრს უნდა ჰქონდეს გამბედაობა, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, კანონი ყველასთვისაა!

ნანუაშვილი: შს მინისტრს უნდა ჰქონდეს გამბედაობა, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, კანონი ყველასთვისაა!

13/05/2024 07:00:05 საზოგადოება

ყოფილი სახალხო დამცველი, უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი მიმდინარე მოვლენების კონტექსტში შს მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

ის ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრების არსებობისა, ამ დრომდე არ დამდგარა არც ერთი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად, საპოლიციო ძალებს აქვთ დაუსჯელობის განცდა.

"ზოგადად, შს მინისტრს უნდა ჰქონდეს გამბედაობა, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადადგეს – ბოლო პერიოდში ჩვენ უამრავ დარღვევას ვხედავთ შს სამინისტროს მხრიდან და ეს ყველაფერი სწორედ მინისტრისგან მომდინარეობს. სწორედ მინისტრის პასუხისმგებლობაა ამ პროცესებზე, რადგან კანონი ყველასთვისაა. თუ კანონი ყველასთვის არაა, მაშინ ეს სახელმწიფო უკვე სახელმწიფო აღარაა. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია არღვევს კანონს. მათ სრული დაუსჯელობის განცდა აქვთ. ათეულობით, ასეულობით ფაქტებზე არ ხდება რეაგირება... არსებობს კადრები... როდესაც არ ხდება ძალადობის ჩამდენი პირების გამოვლენა და პირიქით, მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება ხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მიდის დიქტატურის დამყარებისკენ – ივანიშვილი ცდილობს, დაამყაროს დიქტატურა, მაგრამ არ გამოუვა. ქართველი ხალხი აგრძელებს პროტესტს და ეს პრძოლა გამარჯვებით აუცილებლად დასრულდება",– თქვა ნანუაშვილმა პარლამენტთან, სადაც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S