Accentnews.ge
მომიტინგე: ომის მონაწილე მამა ჩემთან ერთად იდგა, შესაძლოა, ეს პოლიციელებიც მასთან ერთად იბრძოდნენ, მაგრამ დღეს ძალას იყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი არ გვინდა!

მომიტინგე: ომის მონაწილე მამა ჩემთან ერთად იდგა, შესაძლოა, ეს პოლიციელებიც მასთან ერთად იბრძოდნენ, მაგრამ დღეს ძალას იყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი არ გვინდა!

13/05/2024 05:52:51 ციტატა

„არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ ამ ადამიანების დაკავების. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ურტყამდნენ ბიჭს ხელკეტს თავში. პოლიციელს ვეკითხები, „რატომ ურტაყმთ?“ და მეუბნება, რომ „ვდემაგოგობ“. არანაირი ადამიანობა ამათ არ აქვთ შერჩენილი! ყველაფერზე არიან წამსვლელები, თავიანთი სამსახურები რომ შეინარჩუნონ და იმას ვერ ხვდებიან, რომ მათი შვილები, შვილების მეგობრები დგანან აქ. მამაჩემი აფხაზეთის ომის მონაწილეა და ჩემთან ერთად იდგა. შეიძლება ეს ადამიანები მასთან ერთად იბრძოდნენ აფხაზეთში და დღეს მზად არიან, ჩვენზე ყველანაირი ძალა გამოიყენონ იმიტომ რომ რუსეთი არ გვინდა! აქ პოლიტიკაზე აღარაა ლაპარაკი, რუსეთი არ გვინდა და საქართველოს მოსახლეობის უმავლესობას ეს არ გვინდა. რასაც აკეთებენ, მათი ისტერია ამაში ჩანს. ხვდებიან, რომ ჩვენი გამარჯვება ახლოსაა!“,– თქვა მომიტინგემ.

პარლამენტთან 6 საათიდან დაიწყეს მომიტინგეების დაშლა. პერიოდულად ცემენ და აკავებენ დემონსტრანტებს.

ოურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“. სხდომა დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S