Accentnews.ge
კემერონი: ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ

კემერონი: ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ

13/05/2024 04:54:44 პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონმა Sky News-თან ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოში "აგენტების კანონის" ინიცირებას.

"ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია", - თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, ავტორიტარული რეჯიმების ამგვარი შეტევა სამოქალაქო საზოგადოებაზე მსოფლიოს მასშტაბით არსებული პრობლემაა.

„რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს იმ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ასეთი შეტევა“, - აღნიშნა კემერონმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S